
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავის ვიდეო გზავნილში დაუბრუნდა “მეღრის დერეფნის” თემას, რომელიც ბოლო დროს ფართო განხილვის საგანი გახდა.
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 9 ნოემბერს ხელმოწერილი მემორანდუმის ტექსტში არ არის არც სიტყვა ”მეღრი”და არც ”დერეფანი”. არის სხვა რამ – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვა. თუ მომავალზე ვფიქრობთ, მაშინ უნდა ვიფიქროთ ეკონომიკურ რეალობაში ახალი ფაქტორების წარმოქმნაზე. შეიცვლება თუ არა რამე მნიშვნელოვანი ჩვენს ეკონომიკაში სომხეთი-რუსეთი და სომხეთი-ირანი სარკინიგზო კავშირის აღდგენით? ვფიქრობ დიახ. თუ საკითხს ამ კონტექსტში განვიხილავთ, სხვა სურათს მივიღებთ”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მანამდე კი, მისი თქმით, ამ ეტაპზე უფრო გადაუდებელი საკითხები წყდება.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არცახის მოსახლეობას ეძლევა ფინანსური დახმარება, ფინანსური დახმარება გამოეყოფათ ოჯახებს, რომლებმაც დევნილები შეიფარეს, აგრეთვე დაჭრილებს. მთავრობამ ასევე გამოყო თანხები სიუნიქსა და გეღარქუნიქში ომით დაზარალებული სახლების რეკონსტრუქციისთვის.
უახლოეს მომავალში იგეგმება ომში მონაწილე სტუდენტებისა და მონაწილეთა სტუდენტი შვილების სწავლის საფასურის ანაზღაურება. ასევე აღირიცხება მოძრავი ქონების დანაკარგები და ზიანი მათი კომპენსაციის საკითხის გადაჭრის მიზნით.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ისინი არცახის მთავრობასთან ერთად მუშაობენ არცახში დაზიანებული სახლების აღსადგენად და არცახელების ბინებით უზრუნველყოფის მიმართულებით.