
მომიტინგეები, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, ერევნის არაერთი ქუჩის დაკეტვას ცდილობენ. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, მომიტინგეები ცდილობენ აბოვიან-მოსკოვიანის ქუჩის დაკეტვას, რათა მოძრაობა პარალიზებულ იქნა. პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ მოძრაობას აქციის მონაწილეებს მიუთითებენ გადაინაცვლონ ტროტუარზე.
აქციის მონაწილეებმა “კამაზის” სატვირთო მანქანებით გადაკეტეს მიასნიკიანის გამზირი. პოლიცია ზომებს იღებს საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით. პარტია ,,ჰოიდა“-ს წევრი გეღამ მანუკიანი დააკავეს მაშტოცის გამზირზე საპროტესტო მიტინგის დროს.
“სამშობლოს ხსნის მოძრაობამ” სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საპროტესტო აქციები დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. დაუმორჩილებლობის მოქმედებები 17:00 საათამდე გაგრძელდება.