მთავარიპოლიტიკა

ეს მგრძნობიარე პრობლემაა, ის აუცილებლად უნდა გადაწყდეს: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტყვეების დაბრუნებაზე ისაუბრა

სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ   სერგეი ლავროვთან ერთობლივი პრესკონფერენციისას  ხაზი გაუსვა, რომ მისი პირველი საგარეო სამუშაო ვიზიტის მიმართულების არჩევანი სრულად შეესაბამება სომხურ-რუსული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას. მან ისაუბრა ორ ხალხს შორის ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებზე, რამაც  თავისი გამოხატულება ჰპოვა  ჯერ კიდევ  ოცდათორმეტი წლის წინ, როდესაც სომხეთი გამანადგურებელმა მიწისძვრამ შეძრა.

„კიდევ ერთი დიდი საყურადღებო  მომენტი იყო ფართომასშტაბიანი ომი  არცახის წინააღმდეგ,  რომელიც აზერბაიჯანმა წამოიწყო თურქეთის ღია მხარდაჭერით და ახლო აღმოსავლეთიდან დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობით”, – თქვა მინისტრმა აივაზიანმა.

ისარგებლა რა შემთხვევით,  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს, პირადად სერგეი ლავროვს, კონფლიქტის ზონაში  ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით  განხორციელებული ძალისხმევისათვის.

მისი აზრით, დღეს მთელ რეგიონში ვითარება უნდა გამოსწორდეს საზოგადოების, მთელი სომეხი ხალხის გაერთიანებით. მან ხაზი გაუსვა ამ საკითხში სახელმწიფო ორგანოების მკაფიო   ჩართვის  აუცილებლობას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, ეკონომიკურ განვითარებას და მოკავშირეებთან თანამშრომლობას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მგრძნობიარე საკითხია  უგზო-უკვლოდ დაკარგული  სამხედრო მოსამსახურეების ძებნის, ტყვეთა გაცვლის და  დაღუპული  ჯარისკაცების ცხედრების აღმოჩენა  და გაცვლა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით ინფორმაცია გვაქვს მიღებული  აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანური, სასტიკი მოპყრობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button