მთავარიპოლიტიკა

თურქეთმა უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღიდან და სამხრეთ კავკასიიდან: არა აივაზიანი

თურქეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, მასთან დაკავშირებული ბოევიკები   მთიანი ყარაბაღიდან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა თავის რუს კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„თურქეთი, როგორც აზერბაიჯანული აგრესიის მთავარი წამქეზებელი და სულის ჩამდგმელი, განაგრძობს დესტრუქციული პოლიტიკის გატარებას რეგიონში.

ეს საერთაშორისო საზოგადოებას ავალდებულებს გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა თურქეთი აიძულოს თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომლებიც დაძაბულობის გამწვავებას იწვევს. თურქეთმა უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან და ზოგადად სამხრეთ კავკასიიდან.

ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო სიგნალები უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გაყვანის შესახებ.  პირიქით, არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი გეგმავს შეიარაღებული ტერორისტების, დაქირავებულთა განაწილების გეოგრაფიის გაფართოებას და მათ გამოყენებას  არცახის  ოკუპირებული რეგიონების განახლებისათვის”, – თქვა აივაზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button