პოლიტიკა

მთავარი საკითხი კვლავ მოლაპარაკებების პროცესისათვის დაბრუნებაა: აივაზიანმა თქვა, თუ როდისაა შესაძლებელი

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მალე ეწვევიან რეგიონს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ  მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. ამის შესახებ განაცხადა  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე და უპასუხა კითხვას, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, რადგან სამმხრივი მემორანდუმი, როგორც ჩანს, მოკლევადიანი გადაწყვეტაა.

”მე არ ვიტყოდი, რომ სამმხრივი მემორანდუმი  დროებითია ცეცხლის შეწყვეტისა და სისხლისღვრის პრევენციის თვალსაზრისით. ხელშეკრულებაში დევს ლტოლვილთა დაბრუნებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ცალკეული დებულებები, რომლებიც ასახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მთავარ პარამეტრებს”, – თქვა აივაზიანმა.

მისი თქმით, ბუნებრივია, პრიორიტეტული საკითხად  რჩება მოლაპარაკებების  პროცესისათვის დაბრუნება, რაც დაუყოვნებლივ დაიწყება კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ. აივაზიანმა გაიზიარა მისი რუსი კოლეგის აზრი, რომ ამ თვალსაზრისით არსებობს  ”ფრთხილი ოპტიმიზმი”. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button