მთავარიპოლიტიკა

რუსეთი ხელს შეუწყობს ტყვეთა გაცვლის პროცესის სწრაფ განხორციელებას: ლავროვი

რუსეთი ხელს შეუწყობს ტყვეთა  გაცვლას მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ძალების დახმარებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

”პატიმართა გაცვლა მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ვიცით, რომ ეს მწვავე თემაა ნათესავებისა და მეგობრებისთვის.  მსხვერპლთა ცხედრების გაცვლა ასევე ემოციური საკითხია, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას”, – თქვა ლავროვმა.

მან ხაზი გაუსვა 9 ნოემბრის  სამმხრივი მემორანდუმის  მნიშვნელობას და თქვა  ამით  დასრულდა ომი.  ლავროვის თქმით, ამ შეთანხმებამ ლტოლვილებს საშუალება მისცა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე. მემორანდუმი  ასევე გულისხმობს  ეკონომიკის აღდგენას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას.  ეს ასევე განბლოკავს კომუნიკაციის საშუალებებს, რაც სამხრეთ კავკასიას კონფლიქტის ზონიდან სტაბილურ ზონად აქცევს.

ლავროვმა თქვა, რომ რუსი სამშვიდობოები აქტიურად მუშაობენ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობასთან, ისინი ასევე მონაწილეობენ მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევაში  და  ტერიტორიების გაწმენდაში.  გარდა ამისა, იქმნება ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი კონტაქტში არიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მზად არიან თავიანთი გამოცდილება ჩადონ მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენაში.

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთში მყოფ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არა აივაზიანთან, ისინი განიხილავენ სამმხრივი მემორანდუმის  ფარგლებში შემდგომ ქმედებებს, ასევე ორ  ქვეყანასთან, სომხეთთან და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button