პოლიტიკა

საქართველომ აშშ-სგან ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

,,News.on.ge” წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ”, — წერია საელჩოს განცხადებაში.

მათივე თქმით, ეს პროგრამა $4.3 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.

ნახეთ მეტი
Back to top button