მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 4673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა — 36

,,News.on.ge” წერს, რომ 8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 893.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში — 1 729;
  • აჭარაში — 339;
  • იმერეთში — 673;
  • ქვემო ქართლში — 419;
  • შიდა ქართლში — 354;
  • გურიაში — 126;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 388;
  • კახეთში — 384;
  • მცხეთა-მთიანეთში — 109;
  • სამცხე-ჯავახეთში — 111;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, თბილისის საავადმყოფოებში 2 963, აჭარაში — 1 015, იმერეთში— 1 332.

მძიმე პაციენტია 1 123, მათ შორის, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 16 067 კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში 20 017 პირი, აჭარაში — 10 771, იმერეთში — 5 572.

ნახეთ მეტი
Back to top button