
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა სასწრაფო ზომების მიღება აზერბაიჯანის მიერ ტყვედ ჩაგდებულ 23 სამხედრო პირითან დაკავშირებთ. ამის შესახებ უფლებადამცველმა არტაკ ზეინალიანმა და ადვოკატმა სირანუშ საჰაკიანმა თავიანთი ფეისბუქის გვერდებზე განაცხადეს.
«7.09.2020 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი განაცხადები აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დროს ტყვედ აყვანილი სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვის საქმეზე და მიიღო გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირება მოახდინოს 23 ადამიანთან დაკავშირებით.
ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა დოკუმენტური ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავრობისგან მათი დაკავების, ადგილმდებარეობის, პატიმრობის პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ. სასამართლომ დაადგინა ვადა, შესაბამისად, 07.12.2020, 09.12.2020, 10.12.2020, 11.12.2020, 14.12.2020, საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
აზერბაიჯანის მთავრობამ, ევროსასამართლოს მიერ წინა საქმეებში დასმულ შეკითხვებზე გასცა არასრული, ბუნდოვანი პასუხი. კერძოდ, არ დაასაბუთა პასუხი, თუ სად და რა პირობებში იმყოფებიან სომეხი სამხედრო ტყვეები, არ წარუდგენია ისინი სამედიცინო გამოკვლევისთვის. აზერბაიჯანის პასუხში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარმოდგენენ „უახლოეს მომავალში“.