საზოგადოება

ევროპაში დააკავეს “კანონიერი ქურდი” გია გოგელიანი

მიუნხენის ბავარიის პოლიციამ დააკავა ქართველი “კანონიერი ქურდი” გიორგი გოგელიანი, რომელიც კრიმინალურ წრეებში გიას სახელით არის ცნობილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ კრიმი”.

ევროპაში 46 წლის გია ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა რომ იგი   „არასასურველ პერსონად“ იყო გამოცხადებული. ავტორიტეტი  დააპატიმრეს გერმანიაში ყოფნის წესების დარღვევის გამო.

სასამართლომ დაადგინა, რომ “კანონიერმა ქურდმა” ერთი თვის განმავლობაში ნებაყოფლობით უნდა დატოვოს ევროკავშირი.

გია „აკურთხეს“  2000 წელს საქართველოში.

ნახეთ მეტი
Back to top button