პოლიტიკა

თურქოლოგი დარწმუნებულია, რომ ნახჭევან-აზერბაიჯანის შემაერთებელი გზა მეღრის გავლით თურქეთისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია

  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა,   თურქოლოგმა,რუბენ მელქონიანმა განაცხადა, რომ  დღეს ნახჭევან-აზერბაიჯანის  შემაერთებელი გზა   მეღრის გავლით  თურქეთისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია

ინიციატივის “ინტელიგენციის  როლი არსებულ ვითარებაში”   ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე მელქონიანმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის  სტუდენტებსაც კი შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს არის პანთურანული პროექტის  ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სასურველი პუნქტი.

„ისინი ცდილობენ ყველაზე სასურველი გზით დააკავშირონ თურქეთი ნახჭევანს, ნახჭევანი კი   ̶    აზერბაიჯანს  და ა.შ.  თურქეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ძირითადად ეხება მეღრის საკითხს, თუ რა გზა უნდა იყოს და როგორ უნდა იქნეს ის გამოყენებული”, – თქვა მან და დასძინა, რომ გამორიცხული არ არის, რომ თურქეთმა მოინდომოს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნაც, რაც ჩვენთვის მეტად დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რადგანაც  ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ“.

ნახეთ მეტი
Back to top button