მთავარიპოლიტიკა

სამხედრო ძალის გამოყენებით თვითგამორკვევის უფლება დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება: არა აივაზიანი

თვითგამორკვევის უფლება იყო მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. სამხედრო ძალის გამოყენებით თვითგამორკვევის უფლება დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება.  ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან-ივ ლე დრიანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

”აზერბაიჯანმა და თურქეთმა, სამხედრო აგრესიის დაწყებით, არცახის  თვითგამორკვევის წინააღმდეგ, დაარღვიეს თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, ხოლო აზერბაიჯანმა ასევე დაარღვია თავისი ვალდებულებები სამშვიდობო პროცესის ნაწილში. 27 სექტემბრიდან საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნა ახალი წყალგამყოფი, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი არ არის მხოლოდ ტერიტორიული დავა”, – თქვა აივაზიანმა.

მისივე თქმით, არცახის ყველა იმ ნაწილში, რომლებიც გადავიდნენ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოხდა ეთნიკური წმენდა და საომარი  დანაშაულებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა არცახის  თვითგამორკვევის უფლების რეალიზება. აივაზიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი “სამართლიანი მშვიდობის” მიღწევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი არსებობის ახალ პერიოდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button