სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და სტრუქტურებისადმი მიმართვის ტექსტი, სადაც ის სთხოვს საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდონ აზერბაიჯანის მთავრობას სომხეთის მხარეს გადასცეს ტყვეეები, შეწყვიტოს მათ მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა. მიმართვის ტექსტში ნათქვამია:
”სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა ეყრდნობა რა გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციას, 1949 წლის ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციებს, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, 1950 წ. ევროპულ კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1965 წ. საერთაშორისო კონვენციას და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და ჰუმანიტარულ სამართლს, საერთაშორისო ჩვეულებათა სამართლს, ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული კანონის პრინციპებს, მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდონ აზერბაიჯანს, შეწყვიტოს ტყვეების ტანჯვა და დამცირება, არ დაუშვან ყოველივე ამის ამსახავი ვიდეოების გავრცელება მასმედიასა და სოციალურ ქსელებში.
აზერბაიჯანული მხარე ხელოვნურად აჭიანურებს ტყვეებისა და ცხედრების დაბრუნებას, აშკარად მალავს ტყვეთა, მძევალთა რეალურ რაოდენობას, განაგრძობს მათ არაადამიანურად, დამამცირებლად მოპყრობას, ფიზიკური შეურაცხყოფისა და გონებრივი ტანჯვის ჩათვლით.
მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანული მხარის მიერ ტყვეთა მიმართ წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და არაადამიანურ ქმედებებს მასობრივი ინფორმაციისა და სოციალურ ქსელების საშუალებით გავრცელებას.
მოუწოდეთ აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ გადასცეს სომხურ მხარეს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სამხედრო ტყვეები, სხვა დაკავებული და დაპატიმრებული სამოქალაქო პირები“, – ნათქვამია მიმართვაში.
მოითხოვონ აზერბაიჯანისგან შეაჩერონ წამების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა სამხედრო ტყვეების, დაკავებულებისა და სხვა ციხეში მყოფი სამოქალაქო პირების მიმართ;
ავალდებულონ აზერბაიჯანს შეაჩეროს ანტისომხების პოლიტიკა, რომელიც არის ზემოთ მოყვანილი უხეში დარღვევების მიზეზი, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოების, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეების, მასმედიის საშუალებებში, სოციალურ ქსელებში და სხვა გამოვლინებებში.
მაქსიმალური მცდელობებით და რეალური ნაბიჯებით დასრულდეს აზერბაიჯანის ანტიომხური პოლიტიკა, რომელიც ცივილიზებული სამყაროსთვის აუტანელია, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ღირსების აშკარა დარღვევის აშკარა პოლიტიკა, სამხედრო დანაშაულები და საერთაშორისო ვალდებულებების თავიდან აცილება.