მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა წერილით მიმართა ვლადიმირ პუტინს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხში მხარდაჭერის შესახებ

პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის  საკითხში მხარდაჭერის შესახებ

თავის წერილში პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც  მთიანი ყარაბაღში სისხლისღვრა შეჩერდა და ცეცხლი  შეწყდა,  რამაც თავიდან აგვაცილა  ახალი მსხვერპლი და ტრაგედიები.

ამავე დროს, სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, კვლავ არსებობს პოტენციური საშიშროება მხარეებს შორის ახალი სადავო თემების წამოჭრისა, ამათგან ერთ-ერთია  დემარკაციის საკითხი.

საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სარქისიანმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს დემარკაციის პროცესის დასრულებაში, რათა გამოირიცხოს შემდგომი დაძაბულობა და უარყოფითი მოვლენები.

ნახეთ მეტი
Back to top button