შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია იმ როლით, რომელიც თურქეთმა ითამაშა მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დროს. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა, იუწყება TASS.
”ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს იქ თურქეთის როლთან დაკავშირებით. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ და ეს შეშფოთება გამოვთქვით თურქეთის როლის, უცხოელი მებრძოლების გადაყვანის, იარაღის მიწოდებაზე განხილვების დროს. ”ეს საკითხები შეშფოთებას იწვევს და რჩება ჩვენი დიალოგის ნაწილად თურქეთთან და რუსეთთან”, – თქვა მან. ის სიტყვით გამოვიდა აშშ – ს კონგრესთან არსებული ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის (ჰელსინკის კომისია) წევრებისთვის გამართულ ბრიფინგზე.