
,,News.am” წერს, რომ მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შესახებ შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს. ამის შესახებ სომხეთის ნაციონალური ასამბლეის 9 დეკემბრის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში უწყებათაშორისი ჯგუფი მუშაობს. ”რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ისინი, სავარაუდოდ, წელს გაიმართება რუსი პარტნიორების შუამავლობით”, – დასძინა ავინინმა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არის მკაფიო საზღვარი. სომხური მხარე მოლაპარაკებებისათვის ამზადებს ყველა საჭირო რუკასა და დოკუმენტს.