მთავარისაზოგადოება

თბილისი-ერევანი-მოსკოვის ფრენები 15 დეკემბერს განახლდება: ავიაკომპანია „არმენია“

15 დეკემბრიდან ავიაკომპანია „არმენია“ განაახლებს სატრანზიტო ფრენებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით. ამის შესახებ ცნობა გავრცელდა ავიაკომპანიის Facebook გვერდის საშუალებით.

„ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ჩამოვიდეს სომხეთში შეზღუდვების გარეშე. საქართველოში შესვლა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური ნებართვა ქვეყანაში შესვლის შესახებ, გაცემული  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ახლო ნათესავი (ცოლი, ქმარი, შვილები) არის საქართველოს მოქალაქე. რუსეთის ფედერაციაში შესვლა შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს, რუსეთში ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეებს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ახლო ნათესავი (ცოლი, ქმარი, შვილები) არიან რუსეთის მოქალაქეები”, – ნათქვამია ცნობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button