
ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ განცხადებას არ აქვს დანართი. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ კრებაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს.
”დღეს მითხრეს, რომ არის ისეთი სიახლეები, რომ არსებობს რაღაც დანართები, თუ სხვა რამ. გეტყვთ, რომ არავითარი დანართი არ არსებობს”, – აღნიშნა მან.
პრემიერმა არ უპასუხა შეკითხვას დემარკაციის პროცესთან და, კერძოდ ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროცესების მომიზეზებით.
ამის ნაცვლად, ფაშინიანმა შესთავაზა ეროვნულ ასამბლეას, მოაწყონ დახურული დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გაეცეს დასაბუთებული პასუხები.
”იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პროცესები და ჩვენ ღიად განვიხილავთ ყველაფერს, საომარი მდგომარეობის პირობებში ეს სწორი არ არის. მე მესმის, რომ ეროვნული კრების დეპუტატებსა და ეროვნული კრებას უფლება აქვთ იცოდნენ და მთავრობა ვალდებულია უპასუხოს ყველა კითხვას, მე გთავაზობთ ასეთ ფორმატს. ”მოდით ჩავატაროთ დახურული სხდომა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, წინასწარ შევთანხმდეთ იმაზე, თუ ინფორმაციის რომელ ნაწილს გავასაჯაროებთ სხდომის დასრულების შემდეგ და რომელს არა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.