მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ თანათავმჯდომარეები გაარკვევენ ბუნდოვან საკითხებს

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტი რეგიონში. მოლაპარაკებების პროცესში არსებობს ბუნდოვანი საკითხები, რომელთა გარკვევაა საჭირო.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა მთავრობასთან კითხვა-პასუხის სხდომაზე განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა სამმხრივი ხელშეკრულების გარდა სხვა დოკუმენტი, რომლითაც გაურკვეველ საკითხებს ნათელი მოეფინება.

”ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული საბუთი არ არსებობს,  მაგრამ უნდა შედგეს  მოლაპარაკებები.  სამმხრივი მემორანდუმის  გარდა,  დანართი ან სხვა დოკუმენტი არ არსებობს,” – თქვა მან.

უპასუხა რა კითხვას  ტყვეების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დაბრუნების შესახებ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ ყოველდღიურად მუშაობს. მისი თქმით, ეს სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ესსაკითხი რაც შეიძლება მალე ამოიწუროს.

ნახეთ მეტი
Back to top button