
მიმდინარეობს პროცესები სომხეთისა და არცახის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა 9 დეკემბერს გამართულ ეროვნული კრების სხდომაზე.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს ფაქტების შეგროვება. ”ინიციატივები ხორციელდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ინსტანციებშიც”, – აღნიშნა მან.