
”რუსეთის დახმარების გარეშე, სომხეთის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებს საბრძოლო ეფექტურობის აღდგენას”, – თქვა ოპოზიციური პარტიის ”სამშობლოს ხსნის მოძრაობა” პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ვაზგენ მანუკიანმა მედიასთან შეხვედრისას.
”თურქეთი და რუსეთი ამ რეგიონში მთავარი მოთამაშეები არიან. ანკარას უკვე დიდი გავლენა აქვს საქართველოზე, აზერბაიჯანზე. ამ პირობებში, თუ ჩვენს მომავალს თურქეთს დავუკავშირებთ, განადგურებისთვის ვართ განწირულები”, – თქვა მანუკიანმა.
ამიტომ, ახლა სომხეთისთვის რუსეთის როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გამორიცხვას, თქვა მან.
„ამჟამად უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთის სამშვიდობო ძალები არიან ოფიციალურად, ეს გარანტიები უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ. შეიძლება დროის ამ მონაკვეთში რაღაც მოხდეს, შეიძლება ვადა გაგრძელდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდია. 5 წელი გვაქვს იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, ახალი მოკავშირეების მოსაძებნად დავრჩეთ რუსეთის მოკავშირედ”, – თქვა მანუკიანმა.
რაც შეეხება სომხეთისა და რუსეთის ინტერესებს, ისინი ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. ყოველთვის არა, მაგრამ ეს ბუნებრივია. არსებობს ინერციის პოლიტიკა, ამ თვალსაზრისით, რუსეთი ძალიან ხელსაყრელი პარტნიორია. მანუკიანი არ ფიქრობს, რომ მოსკოვი თურქეთისთვის სომხეთის ინტერესებს შესწირავს ან პირიქით. ”მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სწრაფად ცვალებად რეგიონში რუსეთი 5 წელი იქნება ჩვენი სტაბილური მოკავშირე – უსაფრთხოების გარანტი. რუსეთის გარეშე, ჩვენ ვერც კი შევძლებთ ჩვენი არმიის აღდგენასა და შეიარაღებას”, – თქვა მანუკიანმა.