მთავარიპოლიტიკა

ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია არცახის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ

ნიდერლანდების პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია არცახის მოსახლეობის მუდმივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ  ,,არმენპრეს“-მა შეიტყო ნიდერლანდების პარლამენტის ვებ – გვერდიდან.

რეზოლუციაში, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატებმა ვან დერ გრაფმა, ფორდ ჯინდმა, ომზიხტმა და ბიშოპმა, ნათქვამია:

”სასწრაფოდ არის საჭირო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარების ინიცირება, ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი სტატუსის განსაზღვრა. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ძალისხმევა იხმაროს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში”.

ნახეთ მეტი
Back to top button