10 დეკემბერი: საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა — 43

10 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 045.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 19 636 ტესტი, აქედან 11 718 ანტიგენი და 7 918 PCR.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 657 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში — 2 067;
- აჭარაში — 331;
- იმერეთში — 708;
- ქვემო ქართლში — 352;
- შიდა ქართლში — 214;
- გურიაში — 72;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში — 325;
- კახეთში — 272;
- მცხეთა-მთიანეთში — 133;
- სამცხე-ჯავახეთში — 75;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938. მათ შორის,6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, თბილისის საავადმყოფოებში 3 017, აჭარაში — 991, იმერეთში — 1 357.
მძიმე პაციენტია 1 130, მათ შორის, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი. 3 524 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,18 496 კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში 19 817 პირი, აჭარაში — 10 336, იმერეთში — 5 647.