ევროკავშირმა სომხეთს 92 მილიონი ევრო გამოუყო კორონავირუსთან საბრძოლველად

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ იან პლეზინგერმა, მონაწილეობა მიიღო დებატებში, რომელიც ორგანიზებული იყო ორგანიზაცია People in Need-ის სომხური წარმომადგენლობის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული COVID-19 -ის შედეგების აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრის დროს 11 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ, რომლებიც ახორციელებენ საგრანტო პროგრამებს სომხეთში, რეგიონული პროგრამით დაფინანსებულ სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე ეპიდემიის უარყოფითი გავლენის შესამსუბუქებლად, წარმოადგინეს თავიანთი სამუშაოები.
მისასალმებელ სიტყვაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ წარმოადგინა თუ როგორ უჭერს ევროკავშირი მხარს სომხეთს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
საერთო ჯამში, ევროკავშირს სომხეთისათვის დახმარების სახით გათვალსიწინებული აქვს 92 მილიონი ევროს პაკეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი რეაგირების პროგრამების სისრულეში მოყვანა.