
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობისთვის შეიძლება შეიქმნას “ექვსი ქვეყნის პლატფორმა”. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მისი თქმით, ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას დაისვა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევთან ერთად განიხილეს ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა, რომელშიც შევა აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ერდოღანის თქმით, ეს კარგი პარტნიორობა იქნებოდა რეგიონის განვითარებისთვის.