პოლიტიკა

ექსპერტს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში ”ექვსეულის პლატფორმა” რეალურობასაა მოკლებული

თურქეთისა და აზერბაიჯანის იდეა სამხრეთ კავკასიაში შექმნან  “ექვსი სახელმწიფოს პლატფორმა” საინტერესოა, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეალობას  მოკლებულია. „რია ნოვოსტისთან“  საუბარში ასეთი აზრი გამოთქვა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა მიხეილ როშჩინმა.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის  “ექვსის პლატფორმის” შექმნას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თურქეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, ირანს, საქართველოს და სურვილის შემთხვევაში სომხეთს.

“ეს საინტერესო იდეაა … მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა დაწყნარდეს. აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ განვითარდება სხვადასხვა სატრანზიტო პროექტები (კერძოდ, აზერბაიჯანიდან ნახიჩჭევანამდე) თურქები კვლავ დაკავებულნი არიან რკინიგზის პროექტით.  ჯერ უცნობია, რამდენად შესაძლებელია ასეთი ყოვლისმომცველი პლატფორმის შექმნა”, – თქვა როშჩინმა.

მისი აზრით, ასეთი პლატფორმა რომ არსებობდეს, მას დამრეგულირებელი ს ხასიათი ექნებოდა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთისთვისაც.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ახლა სომხეთი, სადაც ყარაბაღის დამარცხება ძალზე მტკივნეულად იქნა მიღებული, პოლიტიკურ კრიზისშია, ამიტომ ის ძნელად შეძლებს შეთანხმებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან რაიმე პლატფორმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რუსეთს არ სურს  თურქეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და ისინი ეჭვს გამოთქვამენ  მისი საქმიანობის შესახებ ამ რეგიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button