მთავარიპოლიტიკა

ზახაროვას თქმით, ეს ერთადერთი გზაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების დასაძლევად

სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოძებნონ ინტერესების საერთო  გზები რეგიონში არსებული ყველა ღრმა კონფლიქტის ფონზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.  

„არსებობს პოზიტიური ისტორიული გამოცდილება, როდესაც სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობდნენ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი ერთად მუშაობდნენ,  მეგობრდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ. ახლა რუსეთის შუამავლობის წყალობით, სისხლისღვრა შეჩერებულია და მიღწეულია შეთანხმება ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის შესახებ”, – თქვა ზახაროვამ.

მისი სიტყვებით,  უკვე შექმნილია ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრი, რომლის მიზანია აზერბაიჯანის და სომხეთის მხარდაჭერა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენა, მოსახლეობისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა. მისივე თქმით, ამ გზით იქმნება რეალური წინაპირობები ორ ხალხს შორის დიალოგისთვის.  განსხვავებათა გადასალახად ერთადერთი გზა არის დიალოგი.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ მხარეებმა უნდა შესძლონ რეგიონში ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკული შესაძლებლობების სხვადასხვა ურთიერთსასარგებლო ვარიანტების განხორციელება. დღის წესრიგში უნდა შედიოდეს ურთიერთობების გაფართოება და განმტკიცება ბიზნესმენებს, მეცნიერებსა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. თანამშრომლობის ერთ – ერთი შესაძლო გზაა ჟურნალისტების ორმხრივი ვიზიტები, მით უმეტეს, რომ ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს.

მისი თქმით, ეს არის სწორი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისკენ. ამასთან, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მხოლოდ  ორი სახელმწიფოს ლიდერების პოლიტიკური ნების გამოვლინებით.

ნახეთ მეტი
Back to top button