მთავარიპოლიტიკა

მანე გორგიანი შეეხო ალიევისა და ერდოღანის განცხადებებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი  მანე გევორგიანი  შეეხო გუშინ  აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა  და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებს.   “არმენპრესთან” საუბარში, კერძოდ, მანე გევორგიანმა აღნიშნა:

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ლიდერის მიერ  ბაქოში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს. სომხეთის მიმართ ტერიტორიული ამბიციების გახმოვანება სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის მზაობას მშვიდობის დამყარებისკენ, მიზანმიმართულად საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით გადაწყვიტა,  კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ  ვინ არის ომის ინიციატორი, ვინ ცდილობს რეგიონი წაიყვანოს  დესტაბილიზაციისაკენ.  

ეს განცხადებები ეწინააღმდეგება 9 ნოემბრის სამმხრივი მემორანდუმის  სულისკვეთებას. სომეხ ხალხთან მუქარის  პოზიციიდან საუბარი დასაგმობია და ხელს უშლის სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას. ასევე მკაცრად ვგმობთ  თურქეთის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის ორგანიზატორებისა და გენოციდის იდეოლოგების განდიდებას.  ასეთი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქეთის მზადყოფნის საკითხს  რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიმართულებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button