მთავარიპოლიტიკა

მან დაღუპულები და დაჭრილები გამოიყვანა ცეცხლის ხაზიდან. თავდაცვის არმიამ ახალი გმირები წარადგინა

თავდაცვის არმიამ ახალი გმირები წარადგინა. უმცროსმა სერჟანტმა ვაჰე არტურის ძე იეზიკიანმა რაზმის შემადგენლობაში უკუაგდო მტრის შეჭრილი ძალები სამხრეთის მიმართულებით, და დიდი ზარალი მიაყენა უკანასკნელს.

”უფროსი ლეიტენანტი ვარდგეს ვაჰაგნის ძე მინასიანი ოსტატურად ხელმძღვანელობდა რაზმს და გაანადგურა მტრის ცოცხალი ძალა. ხოლო უმცროსი სერჟანტი ჰაკობ არკადიას ძე აბრაჰამიანი მამაცურად მონაწილეობდა ერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე მტრის ძალების მოსაგერიებლად, მსხვერპლისა და დაჭრილების ცეცხლის ხაზიდან გაყვანის ოპერაციაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

რიგითმა, მოტყვიამფრქვევემ ჰაიკ დავითის ძე აბელიანმა რთულ საბრძოლო ვითარებაში თავის თავზე აიღო მეთაურობა, მტრის მიერ საბრძოლო პოზიციაზე თავდასხმის დროს უხელმძღვანელა რა შტაბს, უკუაგდო მტრის ძალები.

საბრძოლო პოზიციებიდან ერთ-ერთში მტრის მრავალრიცხოვანი შეტევების მოგერიების, მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაცვის დროს, თავი გამოიჩინეს და მტერს საგრძნობი დანაკარგები მიანიჭეს მაიორმა ვიქტორ იმირის ძე პაპოიანმა, კაპიტანმა სტიოპა მიშას ძე ავაგიანმა, კაპიტანმა ტიგრან არტემის ძე ვანიანმა, ლეიტენანტმა ბაბკენ ართურის ძე მხოიანმა, კაპიტანმა ასპეტ მინასის ძე ჰაკობიანმა, რიგითმა გრიგორი ჰოვიკის ძე პეტროსიანმა.

მტრის შემტევი ქვედანაყოფების და საცეცხლე საშუალებების განადგურებისას მაღალი საბრძოლო სტრატეგიული უნარები გამოიჩინეს არტილერისტებმა, მაიორმა დავით მანველის ძე მკრტუმიანმა, მაიორმა გევორგ ვაროსის ძე სიმონიანმა, ლეიტენანტმა არმენ აშოტის ძე ჰარუთიუნიანმა, კაპიტანმა ნარეკ ჰოვსეფის ძე ჰოვსეფიანმა, უფროსმა ლეიტენანტმა გრიგორ ხაჩატურის ძე კარაპეტიანმა, ხელშეკრულებით მებრძოლმა სერჟანტებმა: ნორაირ რადიკის ძე ჰაირაპეტიანმა, მურად ჰამიკის ძე აღაიანმა,  რიგითმა დავით ტიგრანის ძე დავთიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button