მთავარიპოლიტიკა

სირიელმა დაქირავებულებმა BBC- ს განუცხადეს, რომ აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში მათ იყენებდნენ „საქვემეხო ხორცად“

სირიელმა დაქირავებულებმა, რომლებმაც აზერბაიჯანის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს არცახის  წინააღმდეგ ომში, BBC- ს განუცხადეს, თუ როგორ იყენებდნენ მათ “საქვემეხო  ხორცად”.   როგორც “არმენპრესი” იტყობინება, დაქირავებულებმა აღნიშნეს, რომ მათ ბრძოლაში მონაწილეობისათვის ფულს უხდიდნენ.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენი მისია იქნება აზერბაიჯანის საზღვრის დაცვა. ამ სამუშაოსთვის თვეში 2 000 დოლარს გვთავაზობდნენ. ჩვენ შევთანხმდით, მაგრამ როდესაც აზერბაიჯანში ჩავედით, მეორე დღეს სასწრაფოდ გადაგვიყვანეს ფრონტის ხაზზე”, – განუცხადა სირიელმა დაქირავებულმა მედიას.

მისივე თქმით, 30 – მდე ადამიანი იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე, როდესაც 50 მეტრის გავლის შემდეგ მათ გვერდით რაკეტა ჩამოვარდა.  

”სროლა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ეს წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, მაშინ ვინანე, რომ აზერბაიჯანში ჩამოვედი“,  – თქვა მან.

ჟურნალისტთან საუბრისას დაქირავებულებმა თქვეს,  რომ სიკვდილი ყველგან იყო, მათ იყენებდნენ  “საქვემეხო ხორცად“,   გადარჩენის ალბათობა მხოლოდ 1% იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button