”სომხეთი ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს”: ერდოღანი “ექვსეულის ” შექმნის შესახებ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის” შექმნის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა სომხეთისთვის სასარგებლო იქნება.
გუშინ, ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის განვითარების “ექვსულის პლატფორმის” შექმნას. მისივე თქმით, პლატფორმაში შეიძლება მოხვდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც.
”თუ სომხეთი შეუერთდება ამ პროცესს და ამ მიმართულებით დადებით ნაბიჯებს გადადგამს, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობებში შეიძლება ახალი გვერდი გაიხსნას. ”სომხეთი ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს”, – ციტირებს Daily Sabah- ს ერდოღანის სიტყვებს.
ექსპერტები კვლავ ფრთხილად აფასებენ ამ პლატფორმის ეფექტურობას. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის, მიხეილ როშჩინის აზრით, „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის იდეა საინტერესოა, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეალიზმს მოკლებულია.