საზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა, 29 სიკვდილი ერთ დღეში

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1077-ით გაიზარდა და გახდა 146317. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
ამ დროისთვის რეალურად მკურნალობს 19785 ადამიანი, ჩატარებულია 542394 ტესტი (+3057) , 123474 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დარეგისტრირდა 2445 (+29) გარდაცვლილი.