პოლიტიკა

სომხეთში ყველაზე პერსპექტიულია სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა: ზახაროვა

მოსკოვი თვლის, რომ ყველაზე პერსპექტიული მიმართულება სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენაა. ამ მიზნით, რუსი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა ნახჭევანის მოსაზღვრე ტერიტორიების წინასწარი შესწავლა. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიფინგისას აღნიშნა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.  

”ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, კომუნიკაციის ახალი საშუალებების შექმნა ხანგრძლივი პროცესია, მასში ბევრი პროფილის სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული, ხოლო მთავარ საკითხებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომლებმაც რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შეიმუშავეს  სპეციალური მექანიზმები პოსტკონფლიქტურ თემებზე რეაგირებისთვის “, – თქვა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ რუსი სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სასაზღვრო მონაკვეთების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სომხეთის სასაზღვრო ხაზების წინასწარი შესწავლა.

ნახეთ მეტი
Back to top button