მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150 სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერთა მიერ ხელმოწერილი, არცახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ პეტიცია წარდგენილი იქნა პაპის საკათედრო ტაძრის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან მესროპ მაშტოცის სახელობის მატენადარანის ფეისბუქ- გვერდიდან.
პეტიციაში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გარდა ჰუმანიტარული კატასტროფისა არცახში საფრთხე ემუქრება სომხეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც შედგება ასობით ადრეული ქრისტიანული, შუასაუკუნეების, თანამედროვე ეკლესიებისგან, მონასტრებისგან და სხვადასხვა ძეგლებისგან.
„მეცნიერებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები ამ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების სომხური კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ “, – ნათქვამია განცხადებაში.
მეცნიერებმა იმედი გამოთქვეს, რომ რომის პაპის ავტორიტეტული შუამავლობით შესაძლებელი გახდება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე რელიგიური მემკვიდრეობის გადასარჩენად.