მთავარიპოლიტიკა

ამჯერად თურქეთი არ შეუჩერებიათ, რადგან რუსეთი მეგობრულად არ იყო განწყობილი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება არცახის საკითხში  თურქეთის როლთან დაკავშირებით.  ამასტან მას  არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაუდგამს თურქეთის როლის შესამცირებლად. ეჭვგარეშეა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ამავე დროს, შესამჩნევია, რომ აშშ-ს და ევროკავშირს  ურჩევნიათ არ მიიღონ არავითარი ღონისძიება,  თურქეთის შესასუსტებლად. მიზეზი ასე თუ ისე გასაგბია:  თურქეთის როლის შესახებ შეშფოთების მიუხედავად, დასავლეთმა თურქეთს მიანიჭა  რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის მოხდენის უფლება. რუსეთი, თავის მხრივ, ცდილობს თურქეთის  წარმართვას  დასავლეთის წინააღმდეგ.  ჯერჯერობით წარუმატებლად.  შეერთებულმა შტატებმა ხელი არ შეუშალა ანკარას არცახზე  თავდასხმის განხორციელებაში. ვაშინგტონი ვერ ხედავდა ამ შეტევის თავიდან აცილების მიზეზს და მოტივს, მაგალითად, პირველი ომისგან განსხვავებით. არის ცნობილი ეპიზოდი, რომლის ხსენებაც ხშირად მოსწონდა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, დავით შაჰნაზარიანს. თურქეთი აპირებდა  დახმარებოდა  ბაქოს სამხედრო ინტერვენციაში. სომხეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს მაშინ არ მოხდა,  რადგანაც  რუსეთი იმ დროს რაკეტებით დაემუქრა. დავით შაჰნაზარიანს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაშინგტონში თურქებს ჰქონდათ კონტაქტი მაღალჩინოსნებთან. იქიდან მათ ურჩიეს, სამხედრო ჩარევა არ განეხორციელებინათ,  რადგან საქმე ექნებოდათ  რუსებთან. და თუ რუსებთან შეთანხმებას მივაღწიეთ? იკითხეს თურქებმა, მაშინ  საქმე გექნებათ  ჩვენთან  უპასუხეს  ვაშინგტონიდან. ნეტა რა იყო ის  ფართო გაუგებარი მოტივი, რის გამოც ვაშინგტონმა არ დაუშვა თურქეთის ჩარევა არცახის პირველ ომში.  

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა აირჩია თავისუფალი საზოგადოების შექმნის გზა დასავლეთთან თანამშრომლობით, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა თურქეთს არ მისცა რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კავკასიის ზონაში შესვლის უფლება, იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი ამ ზონაში მოაგვარებს პოსტსაბჭოთა სტატუს კვოს. არსებობს ეჭვი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი შეთანხმდებოდა რუსეთთან, ამ მხრივ მას  ისტორიული გამოცდილებაც ჰქონდა რომელსაც დღეს თავად მოსკოვიც აღიარებს.  ეჭვგარეშეა, რომ ეს შეთანხმება სომხეთის ხარჯზე იქნებოდა, რასაც არცახის პირველი  ომის ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, რაც არ უნდა გმირულად და თავგანწირულად ებრძოლათ სომეხ  ჯარისკაცებსა  და მეთაურებს.  მეორე ომში რუსეთი დასავლეთის მტრად, თურქეთის მეგობრად მოგვევლინა. ეს  ვითარება  გადამწყვეტი აღმოჩნდა  სომეხი ხალხისათვის,  მას ტრაგიკული მნიშვნელობა აღმოაჩნდა  ახალი სტატუს კვოს ფორმირებაში.

რა თქმა უნდა, სამხედრო შეიარაღების ინოვაციურობა  ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მიმართებით  თანაბრად მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური გარემო და ამ გარემოს შეფასება. ბოლოს და ბოლოს  არ უნდა ვიყოთ პრიმიტიული და განვაცხადოთ, რომ არმიის შეიარაღებისა  და დამრტყმელი ძალის საკითხი წყდება გეოპოლიტიკურ ქვეტექსტში, თუ თვითონ ქვეყანა თვითონ ვერ წყვეტს თავისი სამხედრო საჭიროებების უმეტეს  ნაწილს თავისევე  სამხედრო ინდუსტრიით.  სომხეთი კი არ არის ასეთი ქვეყანა  ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ყოველივე ეს კი თავის  კვალს ტოვებს პოლიტიკური გაგებით.

ნახეთ მეტი
Back to top button