მთავარიპოლიტიკა

გადადგომა, ქონება, სომხეთიდან “გაყვანილი” ოჯახი. ფაშინიანი შეეხო ყალბ ამბებს

 სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაავალა სახელმწიფო მედიას უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება არსებულ კითხვებსა და მიმდინარე მოვლენებზე. ამის შესახებ დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

”არსებობს სიტუაციები, რომლებიც ჯერ კიდევ ვითარდება და მათ შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ზოგჯერ ყოვნდება მარტივი მიზეზის გამო, რადგან მოვლენების აღრიცხვის კონკრეტული სიტუაცია ჯერ არ არსებობს, ამ შემთხვევაში ოფიციალურად გავრცელებულმა ინფორმაციამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ XXI საუკუნეში საზოგადოებამ თავად უნდა შეძლოს განასხვავოს ყალბი და რეალური ამბები.

”მაგალითად, იქამდე მივიდა, რომ ჭორები ზედმეტი გართულებების გარეშე ვრცელდება იმის შესახებ, რომ მთავრობამ სევანი, ჯერმუკი ან სიუნიკი დაუთმო აზერბაიჯანს. ეს მართლაც ინფორმაციული ომია, და აქ ჩვენ მივიღებთ ზომებს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებისა და შვილების შესახებ. მაგალითად, აღინიშნება, რომ მათ სომხეთი დატოვეს.

”ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ომის დროს, ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ დაუტოვებია სომხეთი და არსად აპირებს წასვლას”, – დაარწმუნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, უცხოეთში მისი ოჯახის შესაძლებლობებზე საუბარი ცალკე თემა გახდა.

”ერთადერთი უძრავი ქონება, რაც ჩემს ოჯახს აქვს პლანეტა დედამიწაზე, არის კარგად ცნობილი ბინა, რომელიც მდებარეობს ერევნის შენგავითის ადმინისტრაციულ რაიონში”, – განაცხადა ფაშინიანმა.

რაც შეეხება სხვა ქონებას, მისი თქმით, ის ნაჩვევნებია ოფიციალურად წარდგენილ დეკლარაციაში.

ცრუ ჭორებს შორის, ფაშინიანმა ასევე მიუთითა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ჭორებს და დასძინა, რომ ის სტატუსს დათმობს მხოლოდ “ხალხის ნების საიმედო შედეგების საფუძველზე”.

”სანამ ამგვარი ნების გამოხატვას ადგილი არ ჰქონია, მე გავაგრძელებ პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას, მე ამის სწორედ და პატიოსნად გაკეთების ვალდებულება ავიღე”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს სომხეთში მიმდინარეობს პროცესები, რომელთა მიზანია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პოლიტიკური პროცესის მიღმა დატოვება და პრობლემების გადაჭრა კაბინეტებში, მაღალი წრის გარემოში.

ფაშინიანი დაჰპირდა, რომ ხალხი იქნება სომხეთის რესპუბლიკის პატრონი, და ის იქნება ამ უფლების გარანტი.

ნახეთ მეტი
Back to top button