დასავლეთის პროგრამამ არ იმუშავა, რადგან რეგიონში რუსი სამშვიდობოები შემოვიდნენ: სტეფან დანიელიანი

„სპუტნიკ არმენიასთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა სტეფან დანიელიანმა შეაფასა არცახის ომის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესის რამდენიმე დებულება და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის ურთიერთობები ახალი რეალობების კონტექსტში.
სტეფან დანიელიანის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ფაქტორზე. პირველ რიგში ეს არის ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, რაც ეხება მარტუნისა და ჰადრუთის რეგიონების მაცხოვრებლებს, შემდეგ კი არცახის სტატუსის საკითხი, რომელიც კვლავ გადაუჭრელი რჩება.
„ეს არის მოლაპარაკებების ის მიმართულება, რომელზეც სომხეთის ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს. აქ ასევე დგება გეოპოლიტიკური კონკურენციის საკითხიც, რადგან დასავლეთი, რომელსაც საფრანგეთი და შეერთებული შტატები წარმოადგენენ, წინ სწევენ სამშვიდობოების საკითხს, ანუ, პრეტენზიები აქვთ მათ კონტიგენტთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ რუსებისაგან არის შედგენილი. შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სასურველია იყვნენ ნეიტრალური, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნების სამშვიდობოები. რომელი ქვეყნის ან ქვეყნების სამშვიდობოებიც განთავსდებიან არცახში, მათვე ექნებათ გავლენა, სამხრეთ კავკასიაშიც”, – თქვა პოლიტოლოგმა.
დანიელიანის თქმით, გაყინული კონფლიქტის შემთხვევაში, თანათავმჯდომარეების მიდგომები ურთიერთს ემთხვევა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა, გავლენის ბერკეტები რუსულ მხარეზეა და ახლა თანათავმჯდომარეებს შორის მწვავე კონკურენციაა. პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთის მიზანი იყო ხელი შეეწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებისათვის, რაც გაანეიტრალებდა რუსულ ძალებს და შექმნიდა სამხრეთ კავკასიის დასავლეთის გავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას.
„ომის დროს როცა თურქეთი და აზერბაიჯანი იმარჯვებდნენ და არცახის საკითხი საბოლოო მოგვარების მიჯნაზე იმყოფებოდა დასავლეთი ელოდა, რომ ომის შემდეგ ეს ქვეყნები უკვე მისი გავლენის ქვეშ მოექცეოდა, ამიტომ მათ არ ისურვეს განსაკუთრებული ჩარევა, მაგრამ ამ პროგრამამ არ იმუშავა, რადგან რეგიონში რუსი სამშვიდობოები შევიდნენ”, – თქვა პოლიტოლოგმა.
დანელიანის თქმით, საფრანგეთი და შეერთებული შტატები ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ყოფნას. მისი თქმით, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ერთხელ ადასტურებენ რომ მოლაპარაკების პროცესი უნდა განახლდეს.