მთავარიპოლიტიკა

ენვერ ფაშას სულის გამოძახებამდე ბატონმა ერდოღანმა გაიხსენოს, რომ… ვლადიმერ სოლოვიოვის მკაცრი მითითება ბაქოსა და ერდოღანის განცხადებებზე.

,,New Blog” წერს, რომ ვლადიმირ სოლოვიოვი შეეხო ბაქოში ჩატარებულ აღლუმს და აღნიშნა: ”სომხეთმა ოფიციალურად არ უპასუხა ალიევისა და ერდოღანის მიერ ბაქოს სამხედრო აღლუმზე გამოთქმულ შეურაცხყოფას.

ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, მათ უპასუხეს, თუ არა. მაგრამ იყო ერთი რამ, რასაც მინდა შევეხო. ბაქოში აღლუმის დროს ერდოღანმა თქვა, რომ ახლა ენვერ ფაშას სული განდიდდა. იცით ვინ იყო ენვერ ფაშა? ის იყო ახალგაზრდა თურქების სამხედრო მინისტრი, სომხების გენოციდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მაგრამ ერდოღანმა იცის ვინ მოკლა ენვერ ფაშა? ის იყო სომეხი წარმოშობის ოფიცერი, საბჭოთა შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ჰაკობ მელქუმოვი.

რომელიც იბრძოდა უზბეკეთში ბასმაჩების წინააღმდეგ, რომელსაც ენვერ ფაშა ხელმძღვანელობდა. მელქუმოვმა, ყველა სომხის სახელით, შური იძია ენვერზე. ბატონო ერდოღანო, სანამ ბატონ ენვერ ფაშას სულს გამოუძახებდით, გახსოვდეთ, რომ თითოეულ ენვერ ფაშას ჰყავს თავისი ჰაკობ მელქუმოვი“. ვლადიმირ სოლოვიოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button