მთავარიპოლიტიკა

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, თურქები მონაწილეობდნენ სომხური სოფლების აღებაში. ნიკოლ ფაშინიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ არცახის სომხურ სოფლებზე ხწაბერდ და ჰინ თაღერის თავდასხმაში განსაზღვრული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის სპეცრაზმმაც მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ დღეს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”თავდასხმა მოხდა იმ პირობებში, როდესაც რუსმა სამშვიდობოებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს მოცემულ ტერიტორიაზე განლაგება. შედეგად, ჩვენ სულ მცირე 6 დაჭრილი გვყავს, არიან სხვა დაზარალებულებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ხდება”, – ააღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსი სამშვიდობოების მცირე დანაყოფი საბრძოლო ზონას მიუახლოვდა. მაგრამ ჰინ თაღერ და ხწაბერდი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა.

”გუშინ დილიდან რუსი სამშვიდობოები უფრო მეტი ძალებით შემოვიდნენ ამ ტერიტორიაზე. ამ დროისთვის სიტუაცია ამ რეგიონში სტაბილურია. იქ სამშვიდობოების ყოფნა იმედს იძლევა, რომ თავიდან იქნას აცილებული გარკვეული ესკალაცია”, – აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხური მხარის ამოცანაა ამ მონაკვეთში არსებული სიტუაციის შესაბამისობა სამმხრივი განცხადების დებულებებთან. ესაა – განცხადების მიღების მომენტში ჯარები უნდა დარჩნენ კონტაქტის ხაზის სიგრძეზე, მათ მიერ დაკავებული პოზიციების ადგილზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორი სოფლის ტერიტორია ყოფილი მყ ავტონომიური ოლქის საზღვრებშია და ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ იგი სომხური ძალების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ 9 ნოემბრის მდგომარეობით ისინი სომხეთის არმიის კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია სამმხრივი შეთანხმება, რაც თავის განცხადებაში უკვე აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ხოლო ის, თუ რატომ არ იყვნენ განლაგებული სამშვიდობოები სომხური დასახლებების ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს ცალკე გამოძიების საგანია.

დავუმატოთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაში უსაფრთხოების საბჭოს წევრების გარდა მონაწილეობდნენ ეროვნული კრების სპიკერი არარატ მირზოიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი, ეროვნული კრების ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” ლიდერი ლილით მაკუნცი, “ნათელი სომხეთის” ფრაქციის ლიდერი ედმონ მარუქიანი. ”აღორძინებული სომხეთის” ფრაქციის წარმომადგენელი არმან აბოვიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ემილ ტარასიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button