მთავარიპოლიტიკა

იცნობდეთ ჩვენს გმირებს

თავდაცვის არმია წარმოგიდგენთ დღევანდელი გმირების საგმირო საქმეებს.

პოდპოლკოვნიკი არტაკ ვაჰრამის ძე კარაპეტიანი ოსტატურად და ეფექტურად ხელმძღვანელობდა დაქვემდებარებულებს, მართავდა ბრძოლას, უზრუნველყოფდა დაჭრილთა დროულ ევაკუაციას, ქვედანაყოფის შევსებას რეზერვისტებით და პირადად მონაწილეობდა ბრძოლებში მტრის წინსვლის შესაჩერებლად.

პოლკოვნიკმა ვაზგენ ჟირიკის ძე ნიკოღოსიანმა გამოიჩინა გაბედულება, მოიგერია მტრის 100 კაციანი ჯგუფის შეტევა ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მნიშვვნელოვან მაღლობზე, რის შედეგადაც ზიანი მიაყენა დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალ ძალას.

კაპიტანმა სარგის ვაჩაგანის ძე ჯილავიანმა მტრის ძალების დამარცხების გასაადვილებლად ჩვენი პოზიციების შესასვლელი აუღებელი გახადა ჩრდილო – აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე.

სერჟანტი ედგარ სურენის ძე ეღიაზარიანი მონაწილეობდა კონტრშეტევაში, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი ძალების მიერ სამხრეთ ფრონტზე, ჩვენს დროშას აღმართავდა თითოეულ სამეთაურო საგუშაგოზე და მტერს ზიანს აყენებდა.

რეზერვისტმა გარი ედუარდის ძე ჰოვსეფიანმა, კაპიტანმა ემა არამაისის ასულმა გრიგორიანმა, უფროსმა სერჟანტ-კონტრაქტორებმა ნორაირ ვლადიმირის ძე გრიგორიანმა, არსენ სტეფნის ძე პეტროსიანმა, უფროსმა სერჟანტმა -კონტრაქტორმა არტაშეს ვალერის ძე ავანესიანმა მაღალ დონეზე და კეთილსინდისიერად შეასრულეს მოვალეობები  მტრის დაბომბვის პირობებში. დიდება ჩვენს გმირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button