პარტია „რევლუციონერ დაშნაკთა“ ბიურო გმობს აზერბაიჯანისა და თურქეთის განცხადებებს და მიიპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას

სომხეთის პარტია „რევლუციონერ დაშნაკთა“ ბიურო მკაცრად გმობს აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების განცხადებებს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის პარტია „რევლუციონერ დაშნაკთა“ (ARF) ბიურომ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს ბაქოში ჩატარებული სამხედრო აღლუმის დროს თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა გააკეთეს საძულველის გამომხატველი განცხადებები, რომლებიც ემუქრებიან სომეხი ხალხის ფიზიკურ არსებობას აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეჭვქვეშ აყენებენ სომხეთისა და არცხის რესპუბლიკების ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის ლიდერი კიდევ ერთხელ არ ერიდება სიუნიქის, გეგარქუნიქისა და დედაქალაქ ერევნის აზერბაიჯანის ტერიტორიებად განხილვას. უფრო მეტიც, თურქეთის ლიდერი ციტირებს ენვერ ფაშას, ამ უდიდეს ჯალათს და საკუთარ თავს მის მემკვიდრედ მიიჩნევს.
ბაქოს ცენტრალურ მოედანზე გაკეთებული განცხადებების ხასიათიც მოწმობს იმ ფაქტს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის მიერ არცახის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და შედეგად სომხური დასახლებების ოკუპაცია არა მხოლოდ ამ ქვეყნების მადას არ ზღუდავს, არამედ სომხური ტერიტორიების მიმართ ახალ ამბიციებსაც აყენებს.
სინამდვილეში, სახელმწიფო, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული ჩაიდინა სომხების წინააღმდეგ გასული საუკუნის დასაწყისში, კვლავ ემუქრება სომხების ფიზიკურ არსებობას და დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას. აშკარაა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი მემორანდუმის შემდეგ, თურქეთი განაგრძობს ყველა მეზობელი რეგიონის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციის პოლიტიკას. მან ღიად გამოაცხადა თავისი დიდი ხნის მიზნის შესახებ – გააერთიანოს ყველა თურქულენოვანი ხალხი.
ამ მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი წარმოადგენს ნომერ პირველ საფრთხეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების თვალთახედვით.