მთავარიპოლიტიკა

სამხედრო აღლუმი ბაქოში არა მხოლოდ სომხეთის, არამედ რუსეთის შეურაცხყოფაც იყო. “ლაზარიანის კლუბი”

10 დეკემბერს ბაქოში ჩატარებული სამხედრო აღლუმი არა მხოლოდ სომხეთის, სომეხი ხალხის, არამედ მისი მოკავშირე რუსეთის ფედერაციის შეურაცხყოფაც იყო. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ,,ლაზარიანის კლუბის“ საბჭომ.

10 დეკემბერს ბაქოში ორგანიზებული “ძვლებზე ცეკვა”, რომელსაც “გამარჯვების აღლუმი” უწოდეს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პროვოკაცია იყო, სომხეთისა და სომეხი ხალხის საჯარო დამცირება. მაგრამ არა მხოლოდ. რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები არიან. რუსეთისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამაერთიანებელი საერთაშორისო “ლაზარიანის კლუბი”-ს საბჭო დარწმუნებულია, რომ აგრესიული შინაარსის მქონე აღლუმის ორგანიზატორებმა შეურაცხოფა მიაყენეს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ რუსეთსაც. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მკრეხელობაა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც პარალელები გაავლო ფაშიზმის წინააღმდეგ 1945 წლის დიდ გამარჯვებასთან. ვფიქრობ, რომ ასეთი ისტორიული პარალელები ყალბია, შეურაცხმყოფელი, უფრო მეტიც, კრიმინალური”, – ნათქვამია ,,ლაზარიანის კლუბი“-ს საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს მიხედვით, ბაქოში აღლუმი სხვა არაფერს ნიშნავს, ვიდრე თურქეთის ნეო-ოსმალეთის მისწრაფებების ლეგიტიმაციას და ამ იდეის სასარგებლოდ რეგიონის ისტორიის გადაწერას.

”ეს საჯაროდ იქნა გამოთქმული თურქეთის ლიდერის ბ-ნი ერდოღანის თანდასწრებით ამ ღონისძიებაზე, ენვერ ფაშას მიმართ აშკარა აღფრთოვანებით, რომელიც იყო ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის მთავარი ორგანიზატორი, ასევე მქუხარე ტაშის ქვეშ 1918 წლის თურქული ინტერვენტების ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცების გავლით”, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ლაზარიანის კლუბი“-ს საბჭო აღნიშნავს, რომ სომხეთმა დასკვნა უნდა გააკეოს მთიანი ყარაბაღის ომის მძიმე გაკვეთილებიდან და გაერთიანდეს დანაკარგებისა და იმედგაცრუების სიმწრის დასაძლევად. საბჭო დარწმუნებულია, რომ მხოლოდ სომეხ ხალხს აქვს საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლება.

”რაც უფრო მალე მოძებნის სომხური საზოგადოება იურიდიულ გადაწყვეტას და მიაღწევს შეთანხმებას, მით უფრო მალე გადაიდგმება რეალური ნაბიჯები სომხეთის თავდაცვისუნარიანობის, ეკონომიკური აღორძინებისა და სომეხი ხალხის სულისკვეთების აღორძინებისკენ”, – ნათქვამია ,,ლაზარიანის“ კლუბის საბჭოს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button