
სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო ზონის სამხრეთ ნაწილში, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები ახორციელებენ ერთობლივ მუშაობას ახალი ხაზების ფორმირებისა და საზღვრების დაცვის მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დემარკაციას ახორციელებენ სოთქის საბჭოთა საზღვრების საფუძველზე. პროცესი ხორციელდება 9 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში. ამასთან, საზღვარი თვალზომით კი არ დაიხაზება, არამედ GPS კოორდინატებით.
საზღვართან დაკავშირებული საკითხის შესახებ დებატები დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა აზერბაიჯანელი სამხედროების ვიდეო. ვიდეოში მტრის ჯარისკაცები გამოჩნდნენ სომხეთის გეღარქუნიკის რეგიონში, სოთქის მაღაროს ტერიტორიაზე და მუშებს მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ მოგვიანებით განმარტება გააკეთა. სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაიწყეს სადემარკაციო სამუშაოები სპეციალური საშუალებების (GPS) გამოყენებით სომხეთისა და არცახის ყოფილ, ხოლო ახლანდელ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე.