სომხეთში და არცახში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება

,,Armradio.am” წერს, რომ 19 დეკემბერს სრულდება საომარი მოქმედებების დასრულების მეორმოცე დღე და ამასთან დაკავშირებით 19 დეკემბერს სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, მოეწყობა მემორიალური მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან ერაბლურის მიმართულებით. იქნება სხვა მოხსენიების ღონისძიებებიც.
”შესაძლებელია, რომ იმ დღისთვის ჩვენი მოწამეთა ყველა ცხედარი არ იყოს ნაპოვნი, ჩვენ გვეყოლება მრავალი ამოუცნობი გვამი, მაგრამ ამ სახელმწიფო წესის გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, აღარ შეიძლება გადაიდოს”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა და დაარწმუნა, რომ ცხედრების მოძიების, ამოცნობის, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის დაზუსტების სამუშაოები უფრო ინტენსიური გახდება.
არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა გააკეთა პოსტი ფეისბუქის გვერდზე, სადაც აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ერთად შევთანხმდით, რომ სამშობლოს დასაცავად დაღუპული ჩვენი მოწამეთა ხსოვნის აღსანიშნავად 19 დეკემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოვაცხადოთ არცახისა და სომხეთის რესპუბლიკებში.
”მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და სომხეთის ისტორიის ფურცლებზე, რაც გვავალდებულებს გავაგრძელოთ მათი პატრიოტული მოღვაწეობა მომავალში. ამიტომ, ეს იქნება სომეხი ერისთვის ტკივილის, სიამაყისა და ვალდებულების გამოვლენა”, – წერს არაიკ ჰარუთიუნიანი.