14 დეკემბერი: კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი

,,News.on.ge” წერს, რომ 14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ამასთან, გამოჯანმრთელდა — 3 498 პაციენტი.
ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე გამოვლენილია 196 063 შემთხვევა; გამოჯანმრთელებულია — 161 681; გარდაცვლილია — 1 839 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისში — 571;
- აჭარა — 212;
- იმერეთი — 147;
- ქვემო ქართლი — 168;
- შიდა ქართლი — 48;
- გურია — 16;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 74;
- კახეთი — 41;
- მცხეთა-მთიანეთი — 41;
- სამცხე-ჯავახეთი — 18;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 977; აჭარაში — 866; იმერეთში — 1 419.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში — 518; აჭარაში — 150; იმერეთში — 239.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან:
- თბილისში — 222;
- აჭარაში — 82;
- იმერეთში — 52.
2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 — თბილისში; 1 332 — აჭარაში; 288 — იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 290; აჭარაში — 146; ხოლო იმერეთში — 15.
სულ 6 ოქტომბრიდან-13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 20 352 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 18 908 პირი; აჭარაში — 8 667; იმერეთში — 6 319.