პოლიტიკა

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სადაზვერვო ომი მოიგო ისრაელთან არსებული ხელშეკრულების წყალობით

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადაზვერვო ომი მოიგო ისრაელთან ხელშეკრულების წყალობით, იუწყება Intelligence Online.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყურადღება ჰქონდა გამახვილებული აზერბაიჯანისათთვის  თურქეთის მხარდაჭრაზე და ანკარის მიერ ჩამოყვანილი სირიელი დაქირავებულების გამოყენებაზე, უნდა აღინიშნოს რომ ისრაელსაც მიუძღვის  თავისი   წვლილი  აზერბაიჯანის გამარჯვებაში, რადგანაც ეს სახელმწიფო აწვდიდა აზერბაიჯანს უპილოტო მფრინავ აპარატებსა და სადაზვერვო ტექნიკას. „თანამედროვე სენსორებიდან დაწყებული მაღაროების ზეზუსტი მოდელირებით, ტელ-ავივმა მიაწოდა ბაქოს დაზვერვის შეგროვების უახლესი ტექნოლოგია, რამაც სწრაფად შეცვალა კონფლიქტის  შემდგომი მიმდინარეობა“.

Intelligence Online- ის ცნობით, ისრაელის კომპანიებმა აზერბაიჯანს მიაწოდეს კონკრეტული მონაცემები მთიანი ყარაბაღის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო აზერბაიჯანის არმიის დრონების გადაადგილებას აღნიშნულ ადგილებში. სწორედ ამ მონაცემების წყალობით მოახერხეს თვითმფრინავებმა სამიზნეებისათვის  ზუსტი დარტყმა, რამაც  სომხურ მხარეს  უდიდესი დანაკარგები მიაყენა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელმა შეძლო თავისი აღჭურვილობის შემოწმება ირანის მახლობელ მიდამოებში, რასაც, სტატიის ავტორის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button