ეკონომიკამთავარი

მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი შეხვდა რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში

,,News.am” წერს, რომ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მოსკოვში სამუშაო შეხვედრა გამართა  რუსეთის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში.

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ ჰაკობ არშაკიანს სამუშაო შეხვედრა ჰქონდა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხაზით რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსთან დიმიტრი შუგაევთან. შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის წრეებში.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და წინადადებები რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, ქარხნების ხელახალი აღჭურვის პროგრამების განხორციელება და სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ახალ სიბრტყეში გადატანის გარშემო.

შეხვედრისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯან-თურქეთის მიერ 27 სექტემბერს დაწყებული ომის განმავლობაში რუსეთის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის, აღნიშნა რუსეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული და განმტკიცებული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შექმნილი შესაძლებლობები სამხედრო-სამრეწველო სფეროში ერთობლივი განვითარების პროგრამების განსახორციელებლად.

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსმა დიმიტრი შუგაევმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის წინადადებებისათვის და აღნიშნა, რომ ფედერალურმა სამსახურმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხეთში ორგანიზებული შეიარაღებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში “არმჰაითექ”-ში, აგრეთვე მზაობა გამოხატა მომავალ წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button