პოლიტიკა

მეღრის საკითხთან დაკავშირებით ფაშინიანი მზად არის თხოვნით მიმართოს კუხო-საც კი : გაზეთი „ჟოღოვურდ“-ი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დახურულ ნაწილში ისაუბრეს მეღრის შესახებ, გაირკვა შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს ტერიტორიები მეღრიდანაც. ფაშინიანმა უარყო  ეს ინფორმაცია და დაუმარა, რომ აზერბაიჯანი ამძიმებს სიტუაციას, იწვევს მათ პროვოცირებას, ყოველ შემთხვევაში  კი ისინი მზად არიან თხოვნით მიმართონ კუხოს  და სთხოვონ დაიცვან სომხეთი.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჯერად სომხეთი წინასწარ ემზადება  წინ აღუდგეს  საზღვრის შესაძლო ხელყოფას. ეს დეტალები გახდა ცნობილი გაზეთ „ჟოღოვურდ“-ისათვის.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სომხეთის პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა  ვითარება ჰადრუთის რეგიონში და ისაუბრა მოსალოდნელ მოვლენებზე.

”შემდეგი საკითხი, რომელზეც უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება  არის სიტუაცია ყუბათლუ-ზანგელანის რეგიონში. ერთობლივ მემორანდუმში, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიების შესახებ  არაფერია ნახსენები, მაგრამ  სამწუხაროდ, ეს ტერიტორიები ძირითადად აზერბაიჯანის ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.  შემდეგი სიტუაცია, რომლის გარშემო შეიძლება შეიქმნას გარკვეული დაძაბულობა ეხება ამ ნაწილს ”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button