კულტურა

“როდნაია ზემლია …” ლაჩინის დერეფანში სამშვიდობოების წინაშე წარსდგა სიმღერის ანსამბლი (ვიდეო)

რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შემსრულებლები საკონცეტრო ნომრებით  გამოვიდნენ ლაჩინის დერეფანში სამშვიდობო მისიის შემსრულებელ  რუსი სამშვიდობოების  წინაშე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. „ამჟამად, რუსი სამშვიდობოები თვალყურს ადევნებენ სიტუაციას და აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.  რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ სამოქალაქო მოძრაობის უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გავლით, მოსახლეობის ტრანსპორტირებას, საკვების, სხვადასხვა საქონლის გადატანას, საბადრაგო  და სარემონტო ჯგუფების უსაფრთხოებას, ყოველივეს რაც  ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას ეხება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button