
როგორც არცახის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება, სომეხი მომლოცველები დადივანქს ესტუმრნენ. ტელევიზიამ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვიდეომასალა მოამზადა.
ღონისძიების ინციატორი იყო არცახის ეპარქია და მშვიდობისმყოფელი ძალები. ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა, სასულიერო პირებმა დაღუპული სამხედროების სახელზე პარაკლისი გადაიხადეს.